Eng | Geo | Rus
სიახლენი

მისალმება

"ერთიანი ქართული სახელმწიფოს სიძლიერე მისი მრავალფეროვნებაა..."

მიხეილ სააკაშვილი 
საქართველოს პრეზიდენტი

სტატიები
    1 Jul. 2009
    ტოლერანტობის მშენებლობა ისტორიის სწავლების გზით

    ყველა ეპოქაში და, განსაკუთრებით, თანამედროვე დროებაში ძალიან მნიშვნელოვან და საციცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს საზოგადოების ტოლერანტობის ხარისხი, რაც საზოგადოებრივი ურთირერთობების ყველა სფეროში უნდა ვლინდებოდეს. ამ კუთხით, მართლაც, ძალზედ აქტუალური ხდება ისტორიის სწავლების განვითარება, რათა ისტორიის გაკვეთილები წარსულისა თუ თანამედროვეობისა გახდეს მსჯელობის საგანი; დავინახოთ და გავისიგრძეგანოთ ის გარემოებები, ვითარებები, ფაქტები, მოვლენები, ასევე ადამინათა ჯგუფებს შორის ურთიერთობები, ინტერესები, ადამიანთა კულტურები და ტრადიციები, მათი ურთიერთქმედების შედეგები და ყოველივე აქედან გამომდინარე საერთო ისტორიის ფურცლების შექმნა, საერთო ისტორიული გამოცდილების დაგროვება, საზოგადოებრივი ცხოვრების და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების დაწინაურება-განვითარება, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება ევროპული ფასეულობების გათვალისწინებით. 

    ისტორიის სწავლებაში ტოლერანტობის მშენებლობის თვალსაზრისით უპრიანად მიმაჩნია, წინა პლანზე წამოვწიო შედარებით ახალი პროექტი, რომელიც ჩამოყალიბდა ევროკლიოს ორგანიზაციისა და ჩვენი ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციის ერთობლივი თანამშრომლობით. პროექტმა ფუნქციონირება დაიწყო ერთი წლის წინ და იგი იმუშავებს 2011 წლის ივნისამდე. პროექტის სახელწოდებაა: ,, ტოლერანტობის მშენებლობა საქართველოში ისტორიის სწავლების გზით“, მისი მიზანია, რომ გავაუმჯობესოთ ისტორიული განათლების ხარისხი საქართველოში, დავეხმაროთ მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმას, გავაღრმაოთ ნაციონალური და ინტერნაციონალური თანამშრომლობა, გავაუმჯობესოთ პროფესიული კონტაქტები ადგილობრივი ისტორიის მასწავლებლებისა. ისტორიის შესწავლა მულტიკულტურულ და მულტირელიგიურ გარემოში საქართველოში-ეს არის ცენტრალური სიახლე ამ პროექტისა. ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან ერთად ჩამოვაყალიბეთ ფუნქციები და კომპეტენციები ისტორიის პედაგოგებისათვის, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს საქართველოში, რათა მათ იმონაწილეონ რიგ ვორქშოფებსა და სემინარებში, ასევე საერთაშორისო ტრენინგებზე 2008-2011 წ.წ. 

    პროექტის მიერ ჩამოყალიბებული სასწავლო მასალა(მოსწავლისა და მასწავლებლის სამუშაო ფურცლები) გამოქვეყნდება პროექტის დამამთავრებელ, მესამე წელს. ეს პროდუქცია დაეხმარება ისტორიის პედაგოგებს, რომ გაუმკლავდნენ სიძნელეებს, რაც წარმოიქმნება სადღეისოდ ისტორიისა და სოციალურ დისციპლინებთან, ასევე კურიკულუმთან და სახელმძღვანელოებთან მიმართებაში. 

    პროექტის გუნდი, რომელიც მუშაობს აქტიურად საბოლოო პროდუქციის შექმნაზე მრავალეთნიკური და მრავალკონფესიურია. ძირითადი მიზანია, წარმოვადგინოთ მე-20-ე საუკუნის საქართველოს ისტორია მულტიპერსპექტიულ პრიზმაში, სადაც აქცენტირებადი იქნება ეთნიკური უმცირესობებისა და კონფესიების წვლილი მე-20ე საუკუნის საქართველოში- ანუ- როგორ ვიცხოვრეთ ერთად. ჩვენის აზრით, ეს იქნება კარგი მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა ვისწავლოთ ერთად ცხოვრება მულტიკულტურულ გარემოში სამომავლოდ. 

    ნანა ციხისთავი, 
    ი. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა
    და ხელოვნების ფაკულტეტის ლექტორი,
    ისტორიის მ/კ; ,, ისტორიის მასწავლებელთა
    ასოციაცია საქართველოში“- აღმასრულებელი
    დირექტორი; პროექტ-,,ტოლერანტობის
    მშენებლობა საქართველოში ისტორიის
    სწავლების გზით“ კოორდინატორი

რესურსები
სფეროს მიმოხილვა
    კულტურა
    ეკონომიკა
    განათლება
    სამოქალაქო მონაწილეობა
    კანონის უზენაესობა
ორგანიზაციები
    სამოქალაქო ორგანიზაციები
    ეთნიკური უმც. ორგანიზაციები
    სახელმწიფო ორგანოები
ეთნიკური უმცირესობების მიმოხილვა
    აუდიო/ვიდეო
    მედია
    ეთნიკური უმცირესობები
    ისტორია და კულტურა
    რუქა
    გამოცემები
    კულტურული ცენტრები
კანონმდებლობა
    საერთაშორისო ხელშეკრულებები
    შიდა კანონმდებლობა
პროგრამები
    სამოქალაქო პროგრამები
    საერთაშორისო პროგრამები
    სახელმწიფო პროგრამები
ანგარიშები და სხვა ინფორმაცია
    სამოქალაქო ანგარიშები
    საერთაშორისო ანგარიშები
    სახელმწიფო ანგარიშები
ძიება
  რეზ. გვერდზე -


გალერეა
ტოლერანტობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია

ეთნიკური რუკა
იხილეთ ინფორმაცია ეთნიკური უმცირესობების შესახებ საქართველოს რეგიონების მიხედვით
კალენდარი
19 სექ. - როშ ჰაშანა - ებრაული
20 სექ. - რამაზან ბაირამი - აზერბაიჯანი
21 სექ. - დამოუკიდებლობის დღე - სომხეთი
22 სექ. - დამოუკიდებლობის დღე - ბულგარეთი
სიახლენი Civil.Ge-დან
Get accurate, timely and reliable information on political and social live of Georgia.

© 2008 UNA Georgia