პროგრამის შესახებ
ვებსაიტი diversity.ge პირველი ელექტრონული საინფორმაციო ბაზაა საქართველოში რომელიც სრულად ეძღვნება და მთლიანად მოიცავს ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხების მთელ სპექტრს. ის სპეციალურად არის ისე შექმნილი, რომ დააკმაყოფილოს სხვადასხვა ტიპის მომხმარებლის ინტერესი. ვებსაიტი სამენოვანია – თავის მომხმარებლებს ის სერვისს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე სთავაზობს, რითაც ზრდის ინფორმაციული რესურსების ხელმისაწვდომობას ყველა აუდიტორიისათვის.
საინფორმაციო ბაზა შეიცავს სასარგებლო ინფორმაციას მომხმარებელთა მრავალფეროვანი სპექტრისათვის – საქართველოს ყოველ მოქალაქეს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია საქართველოში მცხოვრების ეთნიკური უმცირესობების ისტორიისა და კულტურის შესახებ და თვალი მიადევნოს რეგულარულად განახლებად ახალ ამბებს ქვეყანაში მიმდინარე, ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული, მოვლენების შესახებ; შევიდეს ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული კანონმდებლობის საინფორმაციო ბაზაში და ასევე იხილოს იმ პროექტებისა და პროგრამების სრული სია, რომლებსაც სახელმწიფო და სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები ახორციელებენ; შეიტყოს ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული გადაცემების გაშუქების შესახებ მედიაში, გაეცნოს ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, და სახელმწიფო სააგენტოების მიერ ჩატარებულ და შემუშავებულ კვლევებსა და ანგარიშებს.
ვებსაიტის მიზანია გაზარდოს საზოგადოების ინფორმირებულობა ქვეყანაში მიმდინარე, ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული, პროცესების შესახებ, მათი ისტორიისა და კულტურის შესახებ, მოახდინოს ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პოპულარიზება და ხელი შეუწყოს უფრო ფართო საზოგადოების ჩართვას ამ პროცესებში. diversity.ge ხაზს გაუსვამს მრავალფეროვნების უპირატესობებს, დ ახელს შეუწყობს სამოქალაქო ერთობის გრძნობის ჩამოყალიბებას საქართველოს სხვადასხვა მოქალაქეებს შორის.
Dივერსიტყ.Gე შეიქმნა და ერთობლივად იქნება მართული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი საქართველოს ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამის ფარგლებში საქართველო გაეროს ასოციაციის მიერ.
საქართველოს ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამა
საქართველოს ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამას მხარს უჭერს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო, და ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია. პროგრამა 2006 წელს დაიწყო და მისი მიზანია ხელი შეუწყოს ინტეგრაციის პროცესებს საქართველოში, აღმოუჩინოს მხარდაჭერა საქართველო მთავრობას სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის ფორმულირებაში, და წაახალისოს ინტეგრაციის პროცესები მთელი ქვეყნის მაშტაბით მედია პროგრამების, გრანტების და სხვა აქტივობების მეშვეობით, რომლებიც მიზნად ისახავენ საჭირო გარემოსა და პირობების შექმნას საქართველოს სხვადასხვა მოქალაქეების წარმატებული სამოქალაქო ინტეგრაციისათვის.