Eng | Geo | Rus
სამოქალაქო ინტეგრაციის კონცეფცია

2009 წლის 8 მაისს, საქართველოს მთავრობამ სამოქალაქო ინტეგრაციის კონცეფცია და სამოქმედი გეგმა დაამტკიცა, რომელიც მოიცავს მთავრობის ხედვას სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესების მხარდაჭერასთან დაკავშირებით საქართველოში. ჩვენ მადლობელი დაგრჩებით, თუ თქვენ მოგვაწვდით თქვენს კომენტარებს სტრატეგიულ ხედვებთან და კონკრეტული სფეროების მიხედვით დაყოფილ სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით, რომლებიც თან ერთვის კონცეფციას.

  KONCEPCIA  [287 kb]
 

ქვემოთ იხილეთ ფანჯარა ტექსტისათვის, რომლის მეშვეობითაც თქვენ შეძლებთ მოგვაწოდოთ თქვენი კომენტარები.

No Comments

ლეო-ძია
29 Jan.'10
ძალიან კარგია რომ ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით ერთხელ და სამუდამოდ დაისახება სტრატეგია. მათი რეალური ინტეგრაციის გარეშე საქართველოს განვითარება წარმოუდგენელია.
გოდერძი თევდორაძე
17 Nov.'09
ძალიან აქტუალური საკითხია. სასურველია ყურადღება მიაქციოთ რეგიონებს. ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის რელიგიის განყოფილებას გვაქვს სურვილი ჩვენი წვლილი შევიტანოთ აღნიშნული პრობლემების გადაწყვეტაში. გვაქვს გარკვეული გამოცდილება და საჭირო რესურსი. ვის შეიძლება მივმართოთ. გთხოვთ გვიპასუხოთ. წინასწარ გიხდით მადლობას.
თემური
21 Oct.'09
დიდი მადლობა!!!! კარგი იდეაა!
Vit.az
10 Dec.'08
წავიკითხე სტრატეგია. ნორმალური ჩანს, მაგრამ ერთი შეკითხვა მაქვს: სოციალური და რეგიონული ინტეგრაციის ქვე-თავში მითითებულია ესეთი რამ: ტრადიციულად დიდი რაოდენობით უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარება და დასაქმების ხელშეწყობა - ეგ ნიშნავს იმას რომ სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის გარდა, მთავრობა ამ თემაზე სხვა რეგიონებში არ იმუშავებს?
unknown
09 Dec.'08
კი, ნამდვილად მისასალმებელია რომ ამ თემაზე ესე აქტიურად მუშაობთ, და ძალიან კარგია რო ხალხის აზრიც გაინტერესებთ. ჩემი აზრით პროექტის სახით მისაღებია, თუმცა, უფრო მეტ იურიდიულ გარანტიებზე რომ იყოს საუბარი სტრატეგია/სამოქმედო გეგმაში, ალბათ უკეთესი იქნებოდა. ანუ, სიტყვაზე, ეთნიკური უმცირესობების შესახებ კანონი, და ა.შ.
Giorgi
09 Dec.'08
ძალიან კარგი რომ როგორც იქნა მთავრობამ დაიწყო ამ თემაზე მუშაობა!!!
Diversity.Ge
28 Nov.'08
Thank you for posting

 

 

 

სახელი, გვარი:

ელ-ფოსტა:

კომენტარი


გალერეა
ტოლერანტობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია

ეთნიკური რუკა
იხილეთ ინფორმაცია ეთნიკური უმცირესობების შესახებ საქართველოს რეგიონების მიხედვით
კალენდარი
9 თებ. - ტუ ბი-შვატი - ებრაული
13 თებ. - ხიდერ ნაბი და ხიდერ ალიასი – წმინდანების დღე - იეზიდური
16 თებ. - სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღე - ლიტვა

© 2008 UNA Georgia