| 27 Mai'09 | საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საქართველოს აზერბაიჯანელი ეროვნების მოქალაქეებმაც აღნიშნეს. 26 მაისს, სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში და ქვემო ქართლის გუბერნატორი მარნეულს ესტუმრნენ. მათ აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში ნამიქ ალიევმა უმასპინძლა. შეხვედრა საზეიმო ვახშმით დასრულდა. თემურ იაკობაშვილმა წარჩინებული მოსწავლეები სამახსოვრო წიგნებით დაასაჩუქრა, საჩუქრები გადასცა ქართული ენის მასწავლებლებსაც. დამოუკიდებლობის დღეს ორ დღეში აზერბაიჯანის სახელმწიფოც იზეიმებს.
ვიდეო მასახა იხილეთ:
http://www.rustavi2.com/news/news_textg.php?id_news=31913&pg=1&im=main&ct=0&wth |