Eng | Geo | Rus
სიახლენი
23 Sep'09 | ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ევროპული ჩარჩო კონვენციის საქართველოში შესრულების პროცედურების განხილვა

უმცირესობათა საკითხების ევროპულმა ცენტრმა და ევროპის საბჭომ, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობით ჩაატარა 2 დღიანი ტრეინინგ/სემინარი,  რომელიც ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ევროპული ჩარჩო კონვენციის საქარველოში შესრულების პროცედურების განხილვას შეეხებოდა. 

ტრეინინგი ორგანიზებული იყო ეროვნულ უმცირესობათა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის წევრებისათვის. შეხვედრა გაიმართა სასტუმრო ბაზალეთში, ამა წლის 21-22 სექტმებერს. ტრეინინგ/სემინარი ჩაატარეს ილზე ბრანდს-კეჰრისმა (ლატვია), ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ევროპული ჩარჩო კონვენციის მრჩეველთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ფრანკოის კემპფმა, ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ევროპული ჩარჩო კონვენციის სამდივნოს წარმომადგენლი (სტრასბურგი) და ტომ ტრიერმა, უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის რეგიონალური დირექტორი კავკასიაში.

დღის წესრიგი:
 Training programme.pdf [69 კბ]


მონაწილეთა სია:
 Lis Participants.pdf [74 კბ]

 


გალერეა
ტოლერანტობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია

ეთნიკური რუკა
იხილეთ ინფორმაცია ეთნიკური უმცირესობების შესახებ საქართველოს რეგიონების მიხედვით
კალენდარი
19 სექ. - როშ ჰაშანა - ებრაული
20 სექ. - რამაზან ბაირამი - აზერბაიჯანი
21 სექ. - დამოუკიდებლობის დღე - სომხეთი
22 სექ. - დამოუკიდებლობის დღე - ბულგარეთი

© 2008 UNA Georgia