Eng | Geo | Rus
სიახლენი
11 Nov'09 | რელიგიათა საბჭოს სოციალური კონცეფციის პრეზენტაცია

10 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს სოციალური კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წარმომადგენლები.

2007-2009 წლებში რელიგიათა საბჭომ შეიმუშავა ერთიანი სოციალური კონცეფცია, რომელშიც ასახულია ერთობლივი ხედვა ისეთი საკითხებისა, როგორიცაა სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთმიმართება, ლიბერალური ფასეულობები და დემოკრატია, სოციალური თანამშრომლობა, სასჯელაღსრულებისა და განათლების სისტემებში არსებული პრობლემები, ომისა და მშვიდობის საკითხები, ეთნოსთაშორისი ურთიერთობები, საზოგადოების ყველაზე დაუცველი ჯგუფების თანადგომა და სხვა. კონცეფცია საფუძვლად დაედება საბჭოს სამომავლო საქმიანობის მიმართულებებს და აისახება ხელისუფლებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის განკუთვნილი რეკომენდაციების პაკეტში, რომლის შემუშავება 2010 წლისთვისაა დაგეგმილი.


გალერეა
ტოლერანტობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია

ეთნიკური რუკა
იხილეთ ინფორმაცია ეთნიკური უმცირესობების შესახებ საქართველოს რეგიონების მიხედვით
კალენდარი
19 სექ. - როშ ჰაშანა - ებრაული
20 სექ. - რამაზან ბაირამი - აზერბაიჯანი
21 სექ. - დამოუკიდებლობის დღე - სომხეთი
22 სექ. - დამოუკიდებლობის დღე - ბულგარეთი

© 2008 UNA Georgia