| 09 Mar'10 | 7 მარტს, პირველი არხის ეთერით გავიდა თოქ-შოუ ჩვენი ეზო, რომელიც მიეძღვნა რეგიონალური მედიის პრობლემებს საქათველოში. გადაცემაში ამ თემაზე ისაუბრეს პაატა გურგენიძემ, დამოუკიდებელი მედია სამოქალაქო ინტეგრაციისათვის პროექტის კოორდინატაორმა, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, ია მამალაძემ, საქართველოს რეგიონალური მედია ასოციაციის თავჯდომარემ და ირაკლი ცერცვაძემ, მედიის მხარდაჭერის პროგრამის კოორდინატორმა, ფონდი ”ღია საზოგადოება საქართველო”. გადაცემის სპეციალური სტუმარი იყო გიორგი ამარიანი, საქართველოს სამოქალაქო ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამის კოორდინატორი, ხოლო სიუჟეტი მოგვითხორობდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ტელევიზიების ახალ პროექტზე. გადაცემის განმეორებით ნახვა შეგიძლიათ შაბათს, 13 მარტს, საღამოს 10 საათზე მეორე არხის ეთერში. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ http://www.1tv.ge
|