20 Mar'10 | შეხვედრა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილესთან
19 მარტს სახალხო დამცველი და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წარმომადგენლები შეხვდნენ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს ქალბატონ ელენე თევდორაძეს.
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრსა და სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს შორის 2009 წლის 14 დეკემბერს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. ეს შეხვედრა გაიმართა ზემოაღნიშნული მემორანდუმისა და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის შესრულების ფარგლებში.
შეხვედრაზე რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ელენე თევდორაძემ სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია შემწყნარებლობის და სამოქალაქო ინტეგრაციისა და სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ.
შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის შესრულებას კოორდინაციას უწევს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
* * *
ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს საქმიანობა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა და უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის მხარდაჭერით.