Eng | Geo | Rus
სიახლენი
12 Mar'10 | სამუშაო შეხვედრა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხების გაშუქების თემაზე

11 მარტს სახალხო დამცველის ოფისში “მედიის განვითარების ფონდის” ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან  “ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხების გაშუქება ქართულ მედიაში”. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში.

მედიის განვითარების ფონდი 2010 წლის 1 იანვრიდან ახორციელებს ქართულენოვან მედია-საშუალებებში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხების გაშუქების მედია-მონიტორინგს. პროექტი ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის (EPF) პროგრამის “ეროვნული ინტეგრაცია და ტოლერანტობა საქართველოში” ფარგლებში შეერთებული შტატების საერთაშოროისო განვითარების (USAID) სააგენტოს დაფინანსებით. მედია-მონიტორინგის ინტერესის სფეროშია 7 საერთო სახელმწიფოებრივი, 8 რეგიონული გაზეთი, 5 ტელევიზია
.

მონიტორინგი ხდება როგორც რაოდენობრივი, ისე  თვისობრივი კუთხით. რაოდენობრივი მონიტორინგის მიზანია იმის გარკვევა, თუ რამდენად აქტიურად აშუქებს საქართველოში მედია რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობების თემატიკას. თვისობრივი კვლევის მიზანია გამოავლინოს მედია-საშუალებების მიერ უმცირესობების საკითხების გაშუქების საერთაშორისო სტანდარტების დარღვევის ფაქტები. კერძოდ - დისკრიმინაციის და სტერეოტიპიზაციის შემთხვევები
.

შეხვედრაზე ფონდმა მედიის და საკითხით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო მონიტორინგის შუალედური შედეგები და მათთან ერთად განიხილა სტერეოტიპიზაციისა და დისკრიმინაციის კონკრეტული მაგალითები. მონაწილეები შეთანხმდნენ ინფორმაციის მუდმივ ურთიერთგაცვლის თაობაზე
. 

“მედიის განვითარების ფონდი”-ს ინფორმაციით, მათ მიერ მოწოდებული მონიტორინგის მასალები, მოყვანილი კონკრეტული მაგალითები ემსახურება არა კონკრეტული მედია-საშუალებების კრიტიკას, არამედ  კონკრეტული დარღვევებისა და სტერეოტიპული გაშუქების ფაქტების იდენტიფიცირებას და მსგავსი ფაქტების გამეორების პრევენციას ქართულენოვან მედიაში.   


გალერეა
ტოლერანტობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია

ეთნიკური რუკა
იხილეთ ინფორმაცია ეთნიკური უმცირესობების შესახებ საქართველოს რეგიონების მიხედვით
კალენდარი

© 2008 UNA Georgia