Eng | Geo | Rus
სიახლენი
22 Mar'10 | თოქ-შოუ ჩვენი ეზო

21 მარტს, პირველი არხის ეთერით გავიდა თოქ-შოუ ჩვენი ეზო, რომელიც მიეძღვნა ცვლილებებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში. გადაცემაში ამ თემაზე ისაუბრეს მერაბ ბასილაიამ, არასამთავრობო ორგანიზაცია ”ალპე”-ს დირექტორმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავჯდომარემ და ნოდარ სურგულაძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ.  გადაცემის სპეციალური სტუმარი იყო ცირა მესხიშვილი, ახალციხის უნივერსიტეტის პროფესორი, ხოლო სიუჟეტი მოგვითხრობდა  თუ როგორ ემზადებიან მისაღები გამოცდებისათვის სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში. გადაცემის განმეორებით ნახვა შეგიძლიათ შაბათს, 27 მარტს, საღამოს 10 საათზე მეორე არხის ეთერში. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ http://www.1tv.ge  


გალერეა
ტოლერანტობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია

ეთნიკური რუკა
იხილეთ ინფორმაცია ეთნიკური უმცირესობების შესახებ საქართველოს რეგიონების მიხედვით
კალენდარი

© 2008 UNA Georgia