Eng | Geo | Rus
სიახლენი
29 Mar'10 | თოქ-შოუ ჩვენი ეზო

28 მარტს, პირველი არხის ეთერით გავიდა თოქ-შოუ ჩვენი ეზო, რომელიც მიეძღვნა ბალტიისპირელებს საქართველოში. გადაცემაში ამ თემაზე ისაუბრეს თომას ლუკმა, ესტონეთის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ლაიმონას ტალატ კელპშმა, ლიტვის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა და ადრის  ვილცანმა, ლატვიის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში. გადაცემის სპეციალური სტუმარი იყო რეგინა კახიძე, ესტონეთის სათვისტომოს პრეზიდენტი საქართველოში, ხოლო სიუჟეტი მოგვითხრობდა ლატვიელების საკვირაო სკოლაზე თბილისში.  გადაცემის განმეორებით ნახვა შეგიძლიათ შაბათს, 3 აპრილს, საღამოს 10 საათზე მეორე არხის ეთერში. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ http://www.1tv.ge  


გალერეა
ტოლერანტობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია

ეთნიკური რუკა
იხილეთ ინფორმაცია ეთნიკური უმცირესობების შესახებ საქართველოს რეგიონების მიხედვით
კალენდარი

© 2008 UNA Georgia