Eng | Geo | Rus
სიახლენი
30 Mar'10 | სემინარი ,,ინტეგრაცია და ტოლერანტობა”

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ორგანიზებით 2010 წლის 19-20 აპრილს ჩატარდება სემინარი სტუდენტებისათვის ,,ინტეგრაცია და ტოლერანტობა”. სემინარი გაიმართება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოში ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამის (NITG) და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

სემინარში მონაწილეობისთვის შეირჩევა 20 სტუდენტი, მათ შორის 5 ქვემო ქართლიდან, 5 სამცხე-ჯავახეთიდან და 10 თბილისიდან. სემინარის ძირითადი მიზანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებების, ტოლერანტობისა და ინტეგრაციის საკითხებზე. შესაბამისად მონაწილეთა უმრავლესობა შეირჩევა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისაგან. სემინარი გაიმართება ქართულ ენაზე
.

სემინარის ხანგრძლივობაა 2 დღე
.

პირველი დღე დაეთმობა საქართველოს კონსტიტუციის ძირითადი დებულებების, ადამინის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, საქართველოს კანონმდებლობის, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის და ევროპის საბჭოს ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის მიმოხილვას
.
მეორე დღე დაეთმობა ისეთ საკითხებს, როგორიცაა ტოლერანტობა და საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარება
.

სემინარი ჩატარდება სახალხო დამცველის ოფისში (თბილისი, მაჩაბლის ქ. 11). სემინარში სრულად მონაწილეობა სავალდებულოა. მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები
.

სემინარში მონაწილეობის ხარჯები ანაზღაურდება ორგანიზატორთა მიერ
.

სემინარში მონაწილეობის მსურველებმა CV და სამოტივაციო წერილი უნდა მოგვაწოდონ შემდეგ მისამართზე: თბილისი, მაჩაბლის ქ. 11, სახალხო დამცველის ოფისი, ტოლერანტობის ცენტრი ან გამოაგზავნონ ელქტრონული ფოსტით:
chopliani@ombudsman.ge

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 6 აპრილი.

http://www.ombudsman.ge/index.php?m=8&newsid=1194


გალერეა
ტოლერანტობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია

ეთნიკური რუკა
იხილეთ ინფორმაცია ეთნიკური უმცირესობების შესახებ საქართველოს რეგიონების მიხედვით
კალენდარი
19 სექ. - როშ ჰაშანა - ებრაული
20 სექ. - რამაზან ბაირამი - აზერბაიჯანი

© 2008 UNA Georgia