| 01 Apr'10 | 31 მარტს სასტუმრო ”ვერე პალასში” საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის, უმცირესობების საკითხებში ევროპული ცენტრის ფინანსური დახმარებით გაიმართა გეგმიური უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის მიზანი იყო 2010 წლის შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კონცეფციის საფუძველზე შექმნილი სამოქმედო გეგმის განახლებული ვერსიის განხილვა.
2010 წლის შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კონცეფციის საფუძველზე შექმნილი სამოქმედო გეგმის სამუშაო ვარიანტი დაიბეჭდა საქართველოს გაეროს ასოციაციის ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამის და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით. |