Eng | Geo | Rus
სიახლენი
11 Apr'10 | საქართველოში გლოვის დღე გამოცხადდა კაჩინსკის დაღუპვის გამო

პოლონეთის საელჩო თბილისში, 11 აპრილი. ფოტო: Civil.Ge

 

სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 აპრ.'10 / 17:58 

11 აპრილი საქართველოში ეროვნულ გლოვის დღედ გამოცხადდა შაბათს სმოლენსკში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის, მისი მეუღლის, შეიარაღებული ძალების რამოდენიმე მაღალჩინოსნის და პოლონეთის წამყვანი პოლიტიკოსების ხსოვნის პატივსაცემად. 

თბილისის კათოლიკურ ეკლესიაში დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პარაკლისი გაიმართა, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ხალხს ყვავილები მიჰქონდა პოლონეთის საელჩოში, ხოლო მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში თბილისელებს მთელი დღე საშუალება ჰქონდათ სამძიმრის წიგნში თავიანთი დამოკიდებულება დაეფიქსირებინათ.
”საქართველომ დაკარგა ყველაზე დიდი მეგობარი საერთაშორისო თანამეგობრობაში, პოლონეთმა და ევროპამ დაკარგა დიდი პოლიტიკოსი,” - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
”საქართველოს პრეზიდენტმა დაკარგა პირადი მეგობარი, დღენიადაგ საქართველოზე მზრუნველი, საქართველოზე თავდავიწყებით შეყვარებული ადამიანი, ჭირისუფალი, ქომაგი და მრჩეველი,” - ნათქვამია განცხადებაში.
ლეხ კაჩინსკის საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა გარდაცვალების შემდეგ.


გალერეა
ტოლერანტობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია

ეთნიკური რუკა
იხილეთ ინფორმაცია ეთნიკური უმცირესობების შესახებ საქართველოს რეგიონების მიხედვით
კალენდარი
19 სექ. - როშ ჰაშანა - ებრაული
20 სექ. - რამაზან ბაირამი - აზერბაიჯანი

© 2008 UNA Georgia