| 13 Apr'10 | 8 აპრილს, EUROCLIO/MATRA პროექტის “ტოლერანტობის სწავლება ისტორიის სწავლების გზით” ფარგლებში ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ჩატარდა თრეინინგ-სემინარი იმ მასწავლებლებისათვის, რომლებსაც ადრე არ მიუღიათ მონაწილეობა პროექტში. შეხვედრაზე პრეზენტაციები გააკეთეს როგორც საქართველოს ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციის წევრებმა ასევე უცხოელმა ექსპერტებმა. შეხვედრის მიზანი იყო ისტორიის სწავლების ახალი მეთოდების გაცნობა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ამ მიმართულებით.
http://www.euroclio.eu/site/index.php
|