Eng | Geo | Rus
სიახლენი
14 Apr'10 | შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარესთან


13 აპრილს სახალხო დამცველი და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრები შეხვდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ზურაბ ხარატიშვილს.
 
შეხვედრაზე განიხილეს 2010 წლის 30 მაისის თვითმმართველობის  არჩევნებში ეროვნული უმცირესობების მონაწილეობის, ეროვნული უმცირესობებისთვის საარჩევნო მასალების თარგმნის, მიწოდებისა და არჩევნებში ეროვნული უმცირესობების სრულფასოვნად ჩართულობის საკითხი. საბჭოს წევრებმა გაიხსენეს წინა არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევები და იმედი გამოთქვეს, რომ 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნები გაცილებით უკეთესად იქნება ორგანიზებული.
 
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეთნიკური უმცირესობების ენებზე ითარგმნება საარჩევნო მასალები, ბროშურები, პლაკატები, ასევე არჩევნებისთვის მომზადებული საინფორმაციო კლიპები ითარგმნება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და გადაიცემა რეგიონალური ტელევიზიების მეშვეობით.
 
სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს საქმიანობა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა და უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის მხარდაჭერით.

http://www.ombudsman.ge/index.php?page=1001&lang=0&id=1206


გალერეა
ტოლერანტობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია

ეთნიკური რუკა
იხილეთ ინფორმაცია ეთნიკური უმცირესობების შესახებ საქართველოს რეგიონების მიხედვით
კალენდარი
19 სექ. - როშ ჰაშანა - ებრაული
20 სექ. - რამაზან ბაირამი - აზერბაიჯანი

© 2008 UNA Georgia