Eng | Geo | Rus
სიახლენი
12 Mai'10 | ერთობლივი სამუშაო შეხვედრა

ამა წლის 13-14 მაისს, ქალაქ თბილისში, სასტუმრო “ბეტსში” გაიმართება სამუშაო შეხვედრა “სომხეთის მოსაზღვრე რეგიონებში სოფლად განვითარების საკითხებზე რეაგირების გაუმჯოსებაზე”. შეხვედრის ფარგლებში მოეწყობა საქართველო-სომხეთის მოსაზღვრე რეგიონებში ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის კვლევის მიგნებებისა და რეკომენდაციების პრეზენტაცია, აგრეთვე განიხილება ტრანსსასაზღვრო ჭრილში ეკონომიკური და სოფლად განვითარების, სამოქალაქო სექტორსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის თანამშრომლობის საკითხები. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოსა და სომხეთის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ცენტრალური და რეგიონული ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო სფეროს წარმომადგენლები.

სამუშაო შეხვედრა ორგანიზებულია ”ქეა საერთაშორისო კავკასიაში” მიერ პროექტის ფარგლებში ,,საქართველოს და სომხეთის მოსაზღვრე რეგიონებში სიღარიბის დაძლევა და ნდობის აღდგენა სოფლად მდგრადი განვითარების საკითხებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების გზით” (STAGE II).

პროექტის მიზანია მოსაზღვრე რეგიონებში (სამცხე-ჯავახეთი და ქვემო ქართლი საქართველოში და ლორი, ტავუში და შირაქი სომხეთში) 10 სამიზნე სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება და ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის გაღრმავება სოფლად მდგრადი განვითარებისთვის. STAGE II პროექტის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 463 980 ევროს. პროექტი ხორციელდება მიმდინარე წლის 1 მაისიდან და გრძელდება 2011 წლის 31 ოქტომბრამდე.

პროექტი ხორციელდება ქეა ავსტრიისა და ქეა საერთაშორისო კავკასიაში მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA) საქართველოში და აგრობიზნესისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრი (CARD) სომხეთში. დაფინანსებულია „ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა და თანამშრომლობა აღმოსავლეთ ევროპასთან“ (ADС) მიერ.

დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ თანდართული დოკუმენტები.

საკონტაქტო პირები:
ქეთევან ხაჩიძე
მობ.: (+995 99) 943414
ელ-ფოსტა:
Ketevan_Khachidze@care.org.ge  
www.care-caucasus.org.ge  


ქეთევან ხელაძე
მობ: (+995 95)227757
ელ_ფოსტა:
Ketie_Kheladze@care.org.ge  


გალერეა
ტოლერანტობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია

ეთნიკური რუკა
იხილეთ ინფორმაცია ეთნიკური უმცირესობების შესახებ საქართველოს რეგიონების მიხედვით
კალენდარი
19 სექ. - როშ ჰაშანა - ებრაული
20 სექ. - რამაზან ბაირამი - აზერბაიჯანი

© 2008 UNA Georgia