| 03 Mai'10 | 2 მაისს, პირველი არხის ეთერით გავიდა თოქ-შოუ ჩვენი ეზო, რომელიც მიეძღვნა გზების მშენებლობასა და რეაბილიტაციას საქართველოში. გადაცემაში ამ თემაზე ისაუბრეს ჯამბულ ბაკურაძემ, რეგიონალური მართვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი აბდუშელიშვილმა, ფონდ”ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა და მამუკა ჩიქოვანმა, ქალაქ რუსთავის მერმა. გადაცემის სპეციალური სტუმარი იყო იგორ ნაგორნი, კინოოპერატორი, ღირსების ორდენის კავალერი, კინომატოგრაფისთა და ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი, ხოლო სიუჟეტი მოგვითხრობდა სამცხე-ჯავახეთში გზების რეაბილიტაციაზე. გადაცემის განმეორებით ნახვა შეგიძლიათ შაბათს, 8 მაისს, საღამოს 10 საათზე მეორე არხის ეთერში. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ http://www.1tv.ge |