| 10 Mai'10 | 9 მაისს, პირველი არხის ეთერით გავიდა თოქ-შოუ ჩვენი ეზო, რომელიც მიეძღვნა ფოტოგრაფიას. გადაცემაში ამ თემაზე ისაუბრეს იური მეჩითოვმა, ფოტოხელოვანმა, აკაკი ფხაკაძემ, საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის თავჯდომარემ და ირინა აბჟანდაძემ, ფოტოხელოვანმა. გადაცემის სპეციალური სტუმარი იყო ალექსანდრე კოტორაშვილი, ფოტოხელოვანი, ხოლო სიუჟეტი მოგვითხრობდა ფოტოხელოვნებაზე საქართველოში. გადაცემის განმეორებით ნახვა შეგიძლიათ შაბათს, 15 მაისს, საღამოს 10 საათზე მეორე არხის ეთერში. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ http://www.1tv.ge |