| 01 Mai'10 | 30 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველს, მასთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსა და საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მხარეები იმედოვნებენ, რომ მემორანდუმი სისტემურს გახდის უწყებებს შორის ურთიერთობას; ხელს შეუწყობს სამოქალაქო ინტეგრაციასა და ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვას;
მემორანდუმის გაფორმება გათვალისწინებულია საქართველო მთავრობის მიერ 2009 წლის 8 მაისს მიღებული შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციითა და ხუთწლიანი სამოქმედო გეგმით, რომლის განხორციელებისა და შესრულების მონიტორინგში ჩაერთვება სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო და შესაბამისად საქართველოს ეროვნულ უმცირესობები.
შეხვედრაზე სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოში საქართველოში მცხოვრები პრაქტიკულად ყველა ეთნოსის ლიდერები არიან წარმოდგენილი. ადამიანები, რომლებიც თავის დიასპორებში პატივისცემითა და გარკვეული გავლენით სარგებლობენ. მათთან თანამშრომლობა საინტერესო და შემეცნებითი იქნება სამინისტროსთვის. `ვფიქრობთ, ამ მემორანდუმის გაფორმებით ჩვენ შორის თანამშრომლობა უფრო რეგულარული და ნაყოფიერი გახდება~, _ განაცხადა გიორგი ტუღუშმა.
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ წარმოადგინა ეროვნული უმცირესობების კულტურის მხარდაჭერის პროგრამის პრეზენტაცია.
* * *
სახალხო დამცველმა და მასთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭომა თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გააფორმა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შორის.
სახალხო დამცველი უახლოეს ხანებში გააფორმებს თანამშრომლობის მემორანდუმებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან.
* * *
ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს საქმიანობა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა და უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის მხარდაჭერით.
http://www.ombudsman.ge/index.php?page=1001&lang=0&id=1273
|