| 20 Mai'10 | მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი ეხმიანება მსოფლიო კულტურული მრავალფეროვნების დღეს. ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ კულტურათა მრავალფეროვნება ქვეყნის სიმდიდრეა და საზოგადოების განვითარებისათვის აუცილებელი პირობაა ინტერკულტურილი ურთიერთობები.
2010 წელს კავკასიურმა ინსტიტუტმა მოამზადა ღონისძიების დიზაინი „კულტურული მრავალფეროვნების დღე სკოლაში“ (პროექტი “უმცირესობათა ინტეგრაციისათვის გარემოს გაუმჯობესება საჯარო სკოლებში განათლების რეფორმის მხარდაჭერის გზით” EED, Germany).
პირველი საპილოტე ღონსიძიება ჩატარდება 2010 წლის 25 მაისს ქ. ბოლნისში. რაიონის რამდენიმე ქართულ და არაქართულენოვან სკოლებთან ერთად ღონისძიების ორგანიზატორია სკოლა „დავითიანი“. აღნიშნული ღონისძიება დატვირთული იქნება მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროგრამით .
გთხოვთ გვეწვიოთ და მიიღოთ ამ დღესასწაულში მონაწილეობა
ღონსიძიება ჩატარების დრო და თარიღი: 25 მაისი, 12:00 -17:00
მისამართი: ქ.ბოლნისი, დ. აღმაშენებლის ქ. 27
მსურველები უზრუნველყოფილი იქნებიან ტრანსპორტის მომსახურებით. გთხოვთ თქვენი დასტური შეგვატყობინოთ 24 მაისს, 12:00 საათამდე
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 8 55 51 16 65
www.cenn.org |