| 12 Mai'10 | 2010 წლის 12 მაისს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის ქ-ნ ელენე თევდორაძისა და მის დაქვემდებარებაში არსებული ეროვნულ/ეთნიკური უმცირესობებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოების ორგანიზებით ლიტერატურულ კლუბ "ქარავანში" ჩატარდა კონფერენცია-სემინარი თემაზე: "რელიგიათა შორის დიალოგი". კონფერენცია-სემინარის მიზანი იყო საქართველოში მცხოვრები სხვადსხვა რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლებს შორის კავშირების დამყარება, გაძლიერება და მათ შორის ტოლერანტობის დონის ამაღლების ხელშეწყობა, საქართველოში არსებული სხვადასხვა რელიგიების შესახებ ინფორმაციის ამაღლება და შედეგად, საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლების ინტეგრაცია ქართულ საზოგადოებაში.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ეროვნულ/ეთნიკური სამმართველოსა და სამოქალაქო ინტეგრაციის თანამშრომლებმა, საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნულ/ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლებმა (ქისტები, ლეკები (ხუნძები), აზერბაიჯანლები, სომხები, უდები, ოსები, ქურთი- იეზიდები, ასურელები, და ა.შ) და ქართველმა ახალგაზრდებმა.
კონფერენცია -სემინარის დასასრულს გაიმართა საინტერესო დისკუსია.
ღონისძიება შესულია რეინტგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ შემუშავებულ "შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის 2010 წლის სამოქმედო გეგმაში".
http://smr.gov.ge/ge/home |