| 03 Mai'10 | 2010 წლის 3 მაისს ქვემო ქართლის რეგიონის ქალაქ დმანისში, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და ,,საქართველოს გაეროს ასოციაციის” ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა შეხვედრა თბილისში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ქვემო ქართლის არასმთავრობო ორგანიზაციებს შორის.
შეხვედრის მიზანი იყო ეროვნული უმცირესობების საკითხებზე მომუშავე არასმთავრობო სექტორის წარმომადგენლების ურთიერთგაცნობა, მათ მიერ განხორციელებულ პროექტებზე ინფორმაციის ურთიერთგაზიარება, შედეგების ანალიზი და რეგიონში არსებული სიტუაციის განვითარების დინამიკა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სამოქმედო გეგმის განხორციელების პერიოდში რეგიონში განსახორციელებელ პროექტებზე მათი მხრიდან მონიტორინგის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე.
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მონისტრის მოადგილე ასევე შეხვდა დმანისის რაიონის გამგებლის მოადგილეს და რაიონის საჯარო სკოლების დირექტორებს. შეხვედრაზე მათ მიეწოდათ ინფორმაცია განათლების სისტემაში განხორციელებულ რეფორმებზე.
http://smr.gov.ge/ge/home |