Eng | Geo | Rus
სიახლენი
14 Apr'10 | აზერბაიჯანულ ენოვანი ახალგაზრდა პოეტებისა და პროზაიკოსების შემოქმედებითი საღამო

14 აპრილს ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, ქალბატონი ელენე თევდორაძის ინიციატივითა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლების ორგანიზებით ქალაქ რუსთავში გაიმართა ღონისძიება, სადაც ქვემო ქართლში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელმა ახალგაზრდა პოეტებმა და პროზაიკოსებმა თავიანთ ენაზე წაიკითხეს ლექსები და ესეები. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ : ცნობილი ქართველი მწერალი დავით ტურაშვილი, პოეტი პაატა შამუგია, ასევე რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ნადაშვილი და ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე ჰუსეინ იუსუბოვი. 

ეს ღონისძიება გახლავთ ნაწილი ერთწლიანი პროექტისა ” კულტურათა შორის დიალოგი” , რომელსაც ახორციელებს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. 

http://smr.gov.ge/ge/home


გალერეა
ტოლერანტობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია

ეთნიკური რუკა
იხილეთ ინფორმაცია ეთნიკური უმცირესობების შესახებ საქართველოს რეგიონების მიხედვით
კალენდარი

© 2008 UNA Georgia