| 15 Apr'10 | 2010 წლის 14 აპრილს, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე თევდორაძე და მინისტრის აპარატის თანამშრომლები, შეხვდნენ სამცხე - ჯავახეთის რეგიონში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. შეხვედრის ინიციატორი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ცენტრი” (GFSIS)-ის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისი.
შეხვედრის მიზანი იყო რეგიონის არასამთავრობო სექტორისა და საჯარო სკოლების მასწავლებელთა ინფორმირება ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით ერთი წლის მანძილზე სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გაწეული სამუშაოების შედეგებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
http://smr.gov.ge/ge/home |