| 25 Mai'10 | დღეს ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტოში (CIDA)” ეთნიკური უმცირესობებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა პროექტ შემწყნარებლობის და ინტეგრაციის სახელმწიფო კონცეფციის დანერგვის ხელშეწყობის ფარგლებში ჩატარდა.
ქვემო ქართლში წარმოდგენილი უმცირესობები კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა ეროვნულ უმცირესობათა კულტურის ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია გამართეს.
პრეზენტაციაში წარმოდგენილ იქნა 2004 -2009 წლებში განხორციელებული პროექტები.
დამსწრე საზოგადოებას გაეცნო სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხების შესახებ, რომელიც კულტურულ მემკვიდრეობას, ბიბლიოთეკებს, მუზეუმებს და თეატრებს მოხმარდა.
შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი რეგიონში არსებულ პრობლემებზე გაკეთდა, როგორც აზერბაიჯანული დიასპორას წარმომადგენლები აცხადებენ, მათთვის გაუგებარია სად მიდის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები, რადგან წარმოდგენილი ბიუჯეტი არ ასახავს რეგიონში არსებულ მდგომარეობას.
,,რეინტეგრაციის სამინისტროსთან ერთად ჩატარდა სამი შეხვედრა, ახლა კი დავიწყეთ თემატური შეხვედრები, სადაც უშუალოდ შეეძლებათ ჯგუფებს, პირდაპირი კონტაქტი იქონიონ სახელმწიფო სექტორის წამომადგენლებთან, პირადად მოისმინონ რა გაკეთდა და რისი გაკეთება იგეგმება სამომავლოდ. დღეს მოხდა ეროვნულ უმცირესობების შეხვედრა კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან, რამოდენიმე დღეში მათ განათლების სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდებიან”, - აცხადებს ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA)” დირექტორი ზვიად დევდარიანი.
http://www.kvemokartli.ge/geo/news.php?id=3733 |