| 01 Jun'10 | 1 ივნისს, 14:00 საათზე ქ. გორში, #12 საჯარო სკოლაში “იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაციისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრირების პროექტის” (SIIMS) ფარგლებში სპორტული და კულტურული ინვენტარის გადაცემის ცერემონია გაიმართება.
სპორტული და კულტურული ინვენტარი გადაეცემათ გორის, ხაშურის, ქარელის, კასპის, მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების 15 საჯარო სკოლას.
ღონისძიების ერთი პაკეტი მოიცავს მუსიკალურ ცენტრის კომპლექტს, ციფრულ ფოტო-აპარატს, კალათბურთის ფარს, ბურთებს,პატარა ნიშნულებს, პატარა კუბებს, ფრენბურთის ბადეს, ჭადრაკი, წამზომი, ნასოსი, და ა.შ.
ღონისძიებას დაესწრებიან შიდა ქართლის გუბერნატორი, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები. აგრეთვე, შიდა ქართლის ადგილობრივი და რეგიონალური მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელი პირები.
SIIMS პროექტი დევნილ და ადგილობრივ მოზარდებს სხვადასხვა ღონისძიებების მეშვეობით საშუალებას აძლევს გადალახონ ომის შედეგად მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმები. ერთ-ერთ აქტივობას წარმოადგენს სპორტული და კულტურული ღონისძიებების გამართვა” , - აცხადებს SIIMS პროექტის დირექტორი, ვახტანგ ფირანიშვილი.
SIIMS პროექტი 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად იძულებით გადადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაციასა და საზოგადოებაში მათ ინტეგრირებაზე არის ორიენტირებული. პროექტს ნორვეგიის მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებენ ქეა ნორვეგია და ქეა საერთაშორისო კავკასიაში, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CIDA), დევნილ ქალთა ასოციაცია "თანხმობა" და "ტრეინინგებისა და კონსულტაციების ცენტრი".
პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 19 მილიონ ნორვეგიულ კრონს (2.9 მილიონი აშშ დოლარი). პროექტი 2009 წლის ივლისში დაიწყო და 2012 წლის ივლისის ბოლომდე გაგრძელდება.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით მაია გიორბელიძეს, 899 489487; maia_giorbelidze@care.org.ge
www.cenn.org |