| 20 Mai'10 | 19 მაისს, რადიო GIPA FM 93,4 ეთერით გავიდა გადაცემა ”საუბრები მრავალფეროვნებაზე”, რომელიც მიეძღვნა საქართველოში მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს. გადაცემაში ამ თემაზე ისაუბრეს თამაზ ხუციშვილმა, ორგანიზაციის ”იეჰოვას მოწმეები” დამფუძნებელმა, ამავე ორგანიზაციის ადვოკატმა მანუჩარ ციმენტიამ და ბექა მინდიაშვილმა, ომბუცმენის ოფისთან არსებული ”ტოლერანტობის ცენტრის” მთავარი ექსპერტი. გადაცემის განმეორებით მოსმენა შეგიძლიათ კვირას, 23 მაისს, საღამოს 18 საათზე. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ http://www.gipa.ge |