Eng | Geo | Rus
სიახლენი
14 Jun'10 | თოქ-შოუ ჩვენი ეზო

13 ივნისს, პირველი არხის ეთერით გავიდა თოქ-შოუ ჩვენი ეზო, რომელიც მიეძღვნა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სოციალურ პროგრამებს. გადაცემაში ამ თემაზე ისაუბრეს კახა ხელაძემ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადაოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსი, ვალერი კოპალეიშვილმა, ლტოვილთა და განსახლების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი და გელა ჩივიაშვილმა, სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სოციალური პროგრამების დეპარტამენტის დირექტორი. გადაცემის სპეციალური სტუმარი იყო ნუკრი მილორავა, საქველმოქმედო ცენტრის ”აფხაზეთი” პროგრამების მენეჯერი, ხოლო სიუჯეტი მოგვითხრობდა სიღარიბის ზღვარზე მყოფი ოჯახების შესახებ. გადაცემის განმეორებით ნახვა შეგიძლიათ შაბათს, 19 ივნისს, საღამოს 10 საათზე მეორე არხის ეთერში. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ http://www.1tv.ge  


გალერეა
ტოლერანტობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია

ეთნიკური რუკა
იხილეთ ინფორმაცია ეთნიკური უმცირესობების შესახებ საქართველოს რეგიონების მიხედვით
კალენდარი
19 სექ. - როშ ჰაშანა - ებრაული
20 სექ. - რამაზან ბაირამი - აზერბაიჯანი

© 2008 UNA Georgia