Eng | Geo | Rus
სიახლენი
21 Jun'10 | თოქ-შოუ ჩვენი ეზო

20 ივნისს, პირველი არხის ეთერით გავიდა თოქ-შოუ ჩვენი ეზო, რომელიც მიეძღვნა დევნილთა მიმართ განახლებულ სამოქმედო გეგმას. გადაცემაში ამ თემაზე ისაუბრეს კობა სუბელიანმა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, ვალერი კოპალეიშვილმა, ლტოვილთა და განსახლების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი და თენგიზ ლაკირბაიამ, ჰიდროტექნიკური და სამოქალაქო ნაგებობების რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსი, მუნიციპალური განვითარების ფონდი. გადაცემის სპეციალური სტუმარი იყო ქეთევან ქამაშიძე, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში, ხოლო სიუჟეტი მოგვითხრობდა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ცხელ ხაზზე. გადაცემის განმეორებით ნახვა შეგიძლიათ შაბათს, 26 ივნისს, საღამოს 10 საათზე მეორე არხის ეთერში. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ http://www.1tv.ge


გალერეა
ტოლერანტობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია

ეთნიკური რუკა
იხილეთ ინფორმაცია ეთნიკური უმცირესობების შესახებ საქართველოს რეგიონების მიხედვით
კალენდარი
19 სექ. - როშ ჰაშანა - ებრაული
20 სექ. - რამაზან ბაირამი - აზერბაიჯანი

© 2008 UNA Georgia