| 17 Jun'10 | 16 ივნისს, რადიო GIPA FM 93,4 ეთერით გავიდა გადაცემა ”საუბრები მრავალფეროვნებაზე”, რომელიც მიეძღვნა სომხურენოვან მედიას საქართველოში. გადაცემაში ამ თემაზე ისაუბრეს პაატა ვეშაპიძემ, გაზეთი 24 საათი და არნოლდ სტეფანიანმა, არასამთავრობო ორგანიზაცია ”მრავალეროვანი საქართველო”. გადაცემის განმეორებით მოსმენა შეგიძლიათ კვირას, 20 ივნისს, საღამოს 18 საათზე. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ http://www.gipa.ge
|