| 25 Jun'10 | 2010 წლის 26-27 ივნისს, ბათუმში გაიმართება სემინარი ჟურნალისტებისთვის თემაზე ,,ტოლერანტობის კულტურა მედიაში”.
სემინარში მონაწილეობას მიიღებენ ცენტრალური და რეგიონული მედიის წარმომადგენლები. განხილული იქნება მედიაში უმცირესობათა წარმოჩენის, ჟურნალისტური ეთიკის, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების საკითხები. სემინარს გაუძღვებიან ექსპერტები: ნინო დანელია, ქეთევან მსხილაძე, ეკა აღდგომელაშვილი, თამარ ხორბალაძე, ლაშა ბუღაძე და სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენლები ბექა მინდიაშვილი და ნინო ცინცაძე.
სემინარი ორგანიზებულია საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ. სემინარის მხარდაჭერას ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის “ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის” პროგრამა.
|